ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც კლანს წააქცევს, არის ერთიანი ფრონტი” – ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა, რომ  ერთადერთი რაც წააქცევს “კლანს” და იმ შავ-ბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ.

ანა დოლიძის თქმით, ამ საკითხზე შეხვედრას ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებენ.

„შევხვდებით ყველა მოქალაქეს, ვისაც ადარდებს „კლანის“ არსებობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ორგანიზაციასთან, ვისაც ეს ადარდებს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....