ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარია, დადგინდეს ვინ არის ფარული კადრების მთავარი დისტრიბუტორი” – გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე განაცხადა, რომ მთავარია დადგინდეს ვინაა კადრების მთავარი დისტრიბუტორი.

“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ეს ის ხალხია, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს მაღალი საზოგადოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ვერ გაუძლეს ცდუნებას და მოახდინეს საჯარო სივრცეში ამ ინფორმაციის გავრცელება. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება არის დასჯადი, როდესაც შენ საჯაროდ გაავრცელებ იმ ინფორმაციას, რომლის გავრცელებისთვისაც სისხლის სამართლოს კოდექსი ადამიანებს სჯის.

ყველაზე მთავარია დადგინდეს ვინ არის ამ კადრების მთავარი დისტრიბუტორი, ვინ დაგეგმა ეს კამპანია. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ჯერჯერობით ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. ძალიან დასაფასებელია, როდესაც ასეთ რეაქციებსაც აკეთებენ და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა და არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე ჯერ პასუხი გაცემული არ არის -ვინ იყო ამ ყველაფრის უკან”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა. 

იტვირთბა....