ე.წ. „ციანიდის საქმე“ სტრასბურგის სასამართლოს გადაეცა.
იურისტმა დავით ჯანდიერის განცხადებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ ხელი მოაწერა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა საჩივარი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით.
“მესმის, ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, – წერს დავით ჯანდიერსოციალურ ქსელ Facebook-is საკუთარ გვერდზე.