ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხომ არ დააგვიანდათ, შემთხვევით”? – ბესელია “ქართული ოცნების” სოლიდარობაზე

“ხომ არ დააგვიანდათ, შემთხვევით”? – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარტია “ქართული ოცნების” მიერ მისთვის სოლიდარობის გამოცხადების ფაქტი TV პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში.

ბესელიამ, ამასთანავე, ქალებს მოუწოდა, რომ არასოდეს შეეშინდეთ.

“მე მინდა მივმართო ქალებს, არ შეგეშინდეთ არასოდეს, როცა ამ ფორმით ვინმე გამოგიცხადებთ ბრძოლას, უნდა იბრძოლოთ, მე გავაგრძელებ ბრძოლას, რომ სხვები დავიცვათ ასეთი მორალური ტერორისგან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....