ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნაზი ჯანეზაშვილი: ეკა ბესელიას შესახებ, ვიდეოს „სქრინი“ გამომიგზავნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის,  ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მას დეპუტატ ეკა ბესელიას შესახებ ვიდეოს „სქრინი“ „ფეისბუქ“ მეგობარმა გაუგზავნა.

როგორც ჯანეზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, უწყებაში მისი დაბარება ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეს ეხება.

“„ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება, რომ ვრცელდებოდა ეკა ბესელიას შესახებ ვიდეომასალები. შესაბამისად, ვურჩიე ამ ადამიანს, რომ მიემართა 112-ისთვის, თუ ასეთი ვიდეო ნახა. ვიდეო მე არ მინახავს, მან გამომიგზავნა ვიდეოს „სქრინი“ და ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანმა, ვისაც კი რაიმე ინფორმაცია მიუვა ამის შესახებ, უნდა მიმართოს პოლიციას. თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები და მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას, გამოძიებაც უფრო წარმატებული იქნება და ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, ვეღარ გაბედავს მსგავსი ქმედების ჩადენას. მომავალშიც იქნება ეს პრევენცია, რადგან ვიცით, რომ წარსულშიც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრებით და ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით შანტაჟი უნდა დასრულდეს. ეს არის მიუღებელი და მით უმეტეს, ეს პოლიტიკოსებს ეხება, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან არგუმენტებით იდავონ, იბრძოლონ და არა ასეთი დეტალების გამჟღავნებით. არ არის ანონიმური, სახელი და გვარი წერია, მაგრამ რამდენად რეალური ადამიანი დგას ამის წინ, არ ვიცი“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იტვირთბა....