საჯარო მიმართვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო მიმართვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს

ბატონო მინისტრო, მიგვაჩნია, რომ თქვენ მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები საატესტატო და უნარების გამოცდის აუცილებლობის გაუქმება ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი, სწორი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა,  როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემის გაუმჯობესებისათვის,  რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, დეცენტრალიზებული მიდგომა  ერთადერთი აუცილებელი და სწორი გზაა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს ცვლილებები რაც არის დაგეგმილი ვთანხმდებით რომ არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდა და ასევე  წახალისება. აქვე  მინდა შევეხო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებას და ბოლონიის პროცესს, ბოლონიის დეკლარაცია ხელმოწერილ იქნა ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ 1999 წელს. ბოლონიაში განათლების მინისტრები შეთანხმდნენ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ერთიან ხედვაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ხედვა იყო პოლიტიკურად რელევანტური მათი ქვეყნებისათვის და ასახეს იგი ბოლონიის დეკლარაციის ოპერატიულ მიზნებში.
იმ დროისათვის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი ელემენტები ასეთი იყო:
– ევროპელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ ადვილად გადაადგილებას ერთი ქვეყნიდან მეორეში კვალიფიკაციისა და სწავლის პერიოდების სრული აღიარებით და ხელი მიუწვდებათ ევროპის დასაქმების ბაზრისადმი;
-ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციები (HEI) შეძლებენ რომ ითანამშრომლონ და გაცვალონ სტუდენტები/სტაფი ურთიერთ-ნდობისა და რწმენის, ასევე გამჭვირვალობისა და ხარისხის საფუძველზე;
– ევროპის მთავრობები შეუხამებენ ეროვნულ უმაღლესი განათლების რეფორმებს ფართო ევროპულ კონტექსტს;
გასული 18 წლის განმავლობაში, ბოლონიის პროცესმა, ნებაყოფლობითი შერწყმითა და მთავრობათაშორისი მიდგომით, შეძლო ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი საყრდენი სვეტების ამოყვანა. ესენია:
– საერთო ჩარჩო, რომლებიც მოიცავს EHEA-ს კვალიფიკაციების ყოვლისმომცველ ჩარჩოს, საერთო კრედიტების სისტემას (ECTS), სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის განვითარების საერთო პრინციპებს, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, საერთო რეესტრს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისათვის და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ შემუშავებულ საერთო მეთოდოლოგიებსა და მდგრად მიღწევებს.

ბოლონიის პროცესის მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) შექმნა აკადემიური ხარისხის სტანდარტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ჰარმონიზებით თითოეული ფაკულტეტისათვის ევროპის მასშტაბით.
ბოლონიის პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ნებაყოფლობით პროცესს ევროპულ დონეზე და ამჟამად დანერგილია 49 ქვეყანაში, რომლებიც ქმნიან ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს (EHEA). ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა , ხოლო საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ჩვენთვის გაუგებარია 2016 წლის 17 მაისს განხორციელებული ცვლილება ,,უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტროგამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენის და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებაში და მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ვადები. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა ზემოთ აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთონ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნის არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთ სემესტრის განმავლობაში).

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არეგულირებს კანონი განსხვავებულად საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭებისა და საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების წესს, ვინაიდან ამ უკანასკნელს აზრიც ეკარგება, რადგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება პირდაპირ იყო და არის განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების გაცემის საფუძველი საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ, თუ სტუდენტი სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში აზრი ეკარგება განათლებს ხარისხის ცენტრის მიერ გაცემულ აღიარების შეხებ გადაწყვეტილებას, როგორც მოგეხსენებათ, მობილობის ხელშეწყობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული აქტით, სწავლის გაგრძელების უფლების მისანიჭებლად, სტუდენტს უნდა დაუდასტურდეს საზღვარგარეთ ყოფნის არანაკლებ 75 დღე თითოეულ სემესტრში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სასწავლო სემესტრი ძირითადად 15 კვირას გრძელდება, (15 * კვირაში 5 დღეზე = 75 დღეს) თუმცა საქართველოში მიღებული განათლების აღიარება არ არის დამოკიდებული იმაზე, გაატარებს თუ არა ერთი დღის გაცდენის გარეშეც სტუდენტი 75 დღეს უნივერსიტეტში – როგორც ჩვენთვის ცნობილია, არც ერთ ქართულ უნივერსიტეტში არ არის მოთხოვნილი 100 %-იანი ან თუნდაც სემესტრში 75 დღიანი დასწრება, რაც ამ სტუდენტებთან შედარებით მათ უსამართლო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

აღნიშნული ცვლილება მიგვაჩნია,რომ ეწინააღმდგება ბოლონიის პროცეს და საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში თავისუფალ გასვლის და ქვეყნის ტერიტორიაზე უკან დაბრუნების უფლებას, რაც სავსებით უსამართლოდ და ყველანაირ ლოგიკას მოკლებულად მიგვაჩნია. ამასთან სხვადასხვა ქვეყნებისა და უნივერსიტეტში არსებობს სასწავლო პროცესის დაგეგმვის სხვადასხვა ფორმა – ე.წ. ბლოკ სემინარებით სწავლება, დისტანციური სწავლება, დაუსწრებელი სწავლება და ა შ. თავად კრედიტების სისტემაც კრედიტის არა მარტოოდენ დასწრებით, არამედ სხვადასხვა კომპონენტებით დაგროვების საშუალებას იძლევა.

მიგვაჩნია, რომ განათლების აღიარებისა და ამ განათლების საქართველოში გამოყენების არსებული პროცედურა მოუწესრიგებელია და ბევრ არალოგიკურ შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც სამწუხაროდ, ნეგატიურად აისახება სტუდენტთა კანონიერ ინტერესებზე – ვინაიდან განათლების აღიარების მიზანი სწორედ მისი სამომავლოდ გამოყენება და რეალიზება უნდა იყოს, განათლების და მეცნიერების მინისტრს მიეცა უფლება განსაზღვროს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადები, რაც მიმაჩნია, რომ სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, რადგან მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეს, თუ იგი სწავლობს უცხო ქვეყანაში დაუსწრებელ ან დასწრებულ სწავლების ფორმაზე და მას შეიძლება სურვილი გაუჩნდეს საკუთარ სამშობლოში სწავლის გაგრძელების ის ვალდებულია, უცხო ქვეყანაში იყოს იმის გამო, რომ შეასრულოს მინისტრის მიერ განსაზღვრული 75 დღიანი ვადა, აღნიშნული ცვლილება არის ადამიანის უფლების და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვაა და არაფერი არ აკავშირებს მას უმაღლესი განათლების მიღებასთან და განვითარებასთან.
ასევე გაუგებარია და ბუნდოვანია  2018 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებაში, ცვლილებით განისაზრვრა საქართველოს მოქალაქეები ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ -შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ ნახსენები ნორმატიული აქტი სრულიად ალოგიკურად, უსამართლოდ და დისკრიმინაციულად ადგენს შეზღუდვას, უცხოეთში განათლების მიღების შემდგომ საქართველოში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, იმ დროს როდესაც თქვენს მიერ დაანონსდა საატესტატო და უნარების გამოცდის აუცილებლობის გაუქმება.

2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებაში განხორციელებული  და  ჩვენს მიერ ჩამოთვლილი საკანონმდებლო ცვლიელები ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციას,  ყველა საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმას, ბოლონის პროცეს.

ბატონო მინისტრო, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაინტერესდეთ აღნიშნული პრობლემით, რადგან საკითხი ეხება საქართველოს მომავალ თაობას და დაუყოვნებლივ განათლების სამინისტრომ მიიღოს დროული და ეფექტური გადაწყვეტილება, განხორციელდეს ცვლელება 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანებაში,  რათა სტუდენტებმა შეძლონ ადვილად გადაადგილება ერთი ქვეყნიდან მეორეში კვალიფიკაციისა და სწავლის პერიოდების სრული აღიარებით, რომ შეძლონ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავისუფალად  საერთაშორიოსო მობილობა და  მიეცეთ სწავლის უფლება და მიღებული ცოდნის თავისუფალი რეალიზება, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებმა შეძლონ ითანამშრომლონ და გაცვალონ სტუდენტები/სტაფი ურთიერთ-ნდობისა და რწმენის, ასევე გამჭვირვალობისა და ხარისხის საფუძველზე.

იურისტთა საერთაშორისო სახლი

ზვიად ფოფხაძე

 

ამავე თემაზე
იტვირთბა....