კონსტანტინოპოლისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიტროპოლიტ ემანუელის თქმით, საქართველოე ეკლესიისთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა არ ყოფილა.
“ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა ან ზეწოლა ან შეთავაზება, ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთაბხმება, რაზეც იყო საუბარი ტომოსში. ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს.
…საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც დღეს დგას საერთო მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ჩვენი მთავარი მიზანი, რაზეც ვთანხმდებით, არის ერთობის შენარჩუნება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ჩვენ არ ჩამოვსულვართიმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობაში არსებობს რაიმე პრობლემა. ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, საერთო შეხედულებები და ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის”, – აღნიშნა მან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარი აზრი ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ასევე გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია გუშინ ღამით საგანგებო ვიზიტით თბილისსში ჩამოვიდა.