ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთიდან 73 ტონა თაფლის შემოტანას, შესყიდვების სააგენტონ ეხმაურება

რუსეთიდან თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს შესყიდვების სააგენტო  ეხმაურება.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის კონკრეტული კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული არ არის.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტის – ნატურალური თაფლის, შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადებული იქნა შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით. შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი. ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.

“მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან,“ – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ტენდერი კომპანია ვითიმ მოიგო, რომელიც თაფლს რუსეთისგან შეისყიდის. 

იტვირთბა....