ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს 74 ტონა თაფლს, რუსეთისგან ყიდულობს

სახელმწიფო ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ რუსეთიდან 74 ტონა თაფლი იყიდოს.

შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. კომპანია ვითი სასაზღვრო პოლიციასა და სახელმწიფო დაცვის სამსახურს მოამარაგებს რუსული თაფლით.

ქართველი მეფუტკრეები აღშფოთებას ვერ მალავენ, რადგან სახელმწიფო რუსულ თაფლში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ღირს და ეს მაშინ, როდესაც აქაურ მწარმოებლებს წლების განმავლობაში დაგროვილი მარაგი გასაყიდი აქვთ.

მეფუტკრეების თქმით, სახელმწიფომ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ მათ ამაზე ინფორმაცია არ ჰქონიათ.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ შსს კომპანია ვითის ერთ ლიტრს თაფლში 14 ლარს უხდის მაშინ, როდესაც ადგილობრივი წარმოების თაფლის შეძენა 10 ლარად შეეძლო.

„როგორც ახლა ირკვევა, ტენდერი გამოცხადებული იყო მარცვლეული კულტურების შესყიდვასთან ერთად და კლასიფიკატორით ეს არ იძებნებოდა, თორემ იყო სერიოზული სურვილები. ჩვენ ვეღარ შევძელით თაფლის გაყიდვა და დარჩა რეზერვებში დიდი რაოდენობა. შარშან იგივე მოხდა, ვერ გაყიდა მოსახლეობამ. ორი წლის რეზერვები ძალიან დიდია ქვეყანაში დაგროვილი. მოსახლეობას უჭირს და ვერ გაუყიდია ეს თაფლი. მაშინ ისმის კითხვა, რათ გვინდა, განვავითაროთ წარმოება, თუ ჩვენ ვერ გავყიდით ამ პროდუქციას. ჩვენი შიდა ბაზრის ფასები, საბითუმო ფასები თაფლისა დაფიქსირებულია 10 ლარის ფარგლებში,“ – განაცხადა როლანდ ზირაკაშვილმა.

იტვირთბა....