ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და ანგარიშები დაუბლოკა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და საბანკო ანგარიშები დაუბლოკა. როგორც BBC წერს, უზენაესი სასამართლო ნიკოლას მადუროს მიმართ არის ლოიალურად განწყობილი.

ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება გუშინდაიწყო. უწყების განმარტებით, გამოძიება ეხება 22 იანვრიდან დაწყებულ ძალადობის შემთხვევებს.

პარალელურად, ხუან გუაიდო ითხოვს, ევროკავშირმა ნიკოლას მადუროს რეჟიმზე სანქციები დააწესოს. მისი თქმით, ვენესუელა დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და ლათინური ამერიკის ქვეყანაში სულ უფრო მეტ ადამიანს კლავენ.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ამავე თემაზე: კორნელი კაკაჩია – ვენესუელა უკვე პარალიზებულია, დროის საკითხია თუ როდის ჩამოიშლება მადუროს ხელისუფლება

 

 

 

იტვირთბა....