ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირი: “მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი” სახელფასო დავალიანებებს 10 დღის ვადაში დაფარავს

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, ირაკლი ამირანაშვილის განცხადებით, ვაზისუბანში მდებარე “მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” ხელმძღვანელობასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკება შედგა.

როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისას განმარტა, 10 სამუშაო დღეში, კომპანიამ უნდა დაფაროს სახელფასო დავალიანებები.

“შეთანხმება შედგა დამსაქმებელსა და პროფკავშირს შორის – 10 სამუშაო დღეში უნდა მოხდეს დავალიანების, ეტაპობრივად, გადახდა და დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს რიგ საკითხვებს”, -განაცხადა ამირანაშვილმა.

მისივე თქმით, ხვალიდან სამედიცინო ცენტრს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაც აღუდგება და სამუშაო პროცესი ხვალ დილიდან გაგრძელდება.

ვაზისუბანში მდებარე ”მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის” თანამშრომლები დღეს გაიფიცნენ. ისინი კუთვნილ ხელფასსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. სამედიცინო ცენტრს 28 იანვრის შემდეგ, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, რაც ქმნის წითელას ვაქცინის გაფუჭების საფრთხეს.

 

იტვირთბა....