საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიდინარე მოვლებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2015-2016 წლებში პრიმიტიული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინდელი პარტია “ოცნებიდან”, დღეს აღშფოთებულები, ვინმე რომ გამოგვყოლოდა, იქნებ დღეს ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილიც კი ყოფილიყო. ხიდაშელი მიმართავს საზოგადოებას. ექს-მინისტრის თქმით, 3 წლის წინ, მისი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ. ვიდეო, რომელიც მაშინ დილის 7 საათზე, ფბ-ზე აიტვირთა, იყო მისთვის უცნობი ადამიანების ინტიმური ურთიერთობის შესახებ და ფაილს უბრალოდ მისი სახელი ერქვა.
“წერილი ყველას: ჟურნალისტებს, ჭორიკნებს და კეთილი ნების ადამიანებს, გულწრფელად აღშფოთებულებს და შეშფოთებულის პოზაში მყოფებს.
იმდენი ჟურნალისტი მირეკავს ორი დღეა, მგონი აუცილებლად უნდა შეგეხმიანოთ.
პირველი რითიც უნდა დავიწყო:
არა, 3 წლის წინ, ჩემი პირადი ცხოვრების კადრები არ გაუვრცელებიათ.
ვიდეო, რომელიც მაშინ დილის 7 საათზე ჩემს ფბ-ზე აიტვირთა ,იყო ჩემთვის უცნობი ადამიანების ინტიმური ურთიერთობის შესახებ. ფაილს ერქვა ჩემი სახელი;
იმ დილის 7 საათზე, დავურეკე ვახო გომელაურს და ვითხოვდი, რომ დაეტოვებინათ, სწორედ იმიტომ რომ ჭორაობის საფუძველი არ ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გააქრეს.
ვიცი, რომ ის ვიდეო ვიღაცეებს გადმოწერილი აქვთ და თუ საჭირო გახდება, იქნებ გამოაჩინონ კიდეც.
ბევრი უსინდისო ადამიანი უკვე რამდენიმე წელზე მეტია სრული სიბინძურით არის დაკავებული ამ თემაზე, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მათი პრიმიტიულობის დასტურია მხოლოდ.
დღემდე ამ თემაზე მაინცდამაინც ბევრი არაფერი მითქვამს, ვინაიდან მეგონა, რომ ყველაფერი ისედაც ნათელი იყო, მაგრამ დღევანდელმა ჟურნალისტების შტურმმა ძალიან დამაფიქრა.
არავითარი შანტაჟის მსხვერპლი პირადად მე არ ვყოფილვარ, მანიპულაციის და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა კი ნამდვილად იყო.
მოკლედ, ეს სამი წლის წინანდელ ამბავს რაც შეეხება.
ეხლა დღევანდელობაზე.
ამ სიბინძურეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს რამდენიმე მიზეზი აქვს:
– ჩვენში კარგად იყიდება და სეირის მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანის განადგურების მოწინააღმდეგე;
– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაშინაც იცოდნენ და ალბათ დღესაც ასევე იციან ვინ იდგა ამ ამბების წინ და უკან; იცოდნენ გვარებით და სახელებით, გავრცელების ადგილებით, ინტერნეტ კაფეების მისამართებით საიდანაც აიტვირთა ვიდეოები და სხვა;
– დღემდე არავინ დასჯილა, არ დასჯილან შემკვეთები და სისტემის პატრონები და სანამ ასეა, ხვალაც ექნებათ იმედი, რომ არ დაისჯებიან ამიტომ გააგრძელებენ;
– 2015-2016 წლებში ამ პრიმიტიული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინდელი პარტია ოცნებიდან, დღეს აღშფოთებულები, ვინმე რომ გამოგვყოლოდა, იქნებ დღეს ეს ყველაფერი ისტორიის ნაწილიც კი ყოფილიყო;
– და ბოლოს, მანამ იქნება ასე, სანამ დირექტორის კითხავენ და მას დაავიწყდება და ამით დაადასტურებს, რომ ეს მისთვის მისაღები ამბავია, არაფერი განსაკუთრებული და დამახსოვრების ღირსი.” – წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.
შეგახასენებთ, რომ დავით ჭიჭინაძის თქმით, გუშინ ღამე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა.
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს.
განცხადება გაავრცელა თავად ეკა ბესელიამაც, რომელიც შინაგან საქმეთ მინისტრს დაუყოვნებლივ რეაგირებას თხოვს.