გასულ კვირას, ოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა – მას, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ფეხი აუცურდა და 70 მეტრი სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.
კანიონზე სამუშოებს კომპანია “ინტერ ტექნოლოჯი“ ახორციელებს.
მამაკაცი სამაშველო ბრიგადამ ხევიდან ცოცხალი ამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.