ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი, მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია და ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

“პაციენტს აღენიშნება მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა,სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით”, – განმარტა ორჟონიამ.

იტვირთბა....