28-31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ამის შესახბ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ქ. თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.