გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე განმარტავს, თუ რატომ აღარ იქნება სავალდებულო 2020 წლიდან აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
მისივე განცხადებით, საჭიროა, უფრო მეტად დაახლოვდეს გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან, რაც სკოლაში ისწავლება.
„ზოგადი უნარები არჩევით საგანთა ნუსხაში გადავიდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გვსურს, უფრო მეტად დავაახლოოთ გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან, რაც სკოლაში ისწავლება. ასევე ყველაზე მეტად დამატებით ემზადებიან უნარებსა და უცხო ენებში. ამიტომ ჩავთვალეთ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ უნარები სავალდებულო გამოცდა აღარ იყოს, მაგრამ არჩევით საგანთა ნუსხაში გადავა. თუ უნივერსიტეტს სურს, მას შეუძლია, ეს საგანი დაამატოს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.