ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტების ნაწილი აქციას გამართავს

3 თებერვალს, აბიტურიენტები განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელების მსგავსად, მე-12 კლასელებსაც გაუუქმდეთ.

აქციის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.

“ყველა აბიტურიენტი, ვინც უსამართლობას არ ურიგდება, კვირას 3 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან და მშვიდობიანად მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას! გაუქმდეს მეთორმეტე კლასის გამოცდები, ისევე როგორც მეთერთმეტეებისა და მომავალი მეთორმეტეების გამოცდები გაუქმდა! კვირას 3-ზე, როდესაც წესით აბიტურიენტების უმრავლესობას გაკვეთილები აღარ გვაქვს, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები! მოგვცენ ეროვნული გამოცდების მშვიდად ჩაბარების საშუალება!”, – წერია Facebook-ზე ღონისძიების ანონსში.

შეგახსენებთ,სკოლებში საატესტატო გამოცდები უქმდება. 2019 წელს გამოცდება აღარ ჩააბარებენ მე-11 კლასელები, ხოლო 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც უქმდება. ასევე  2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

იტვირთბა....