სოციალური ქსელი ციტატა

“ბესელიას წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის მეთოდები არის უზნეო და დანაშაულებრივი”

ეკა ბესელიას არგუმენტები მოსამართლეთა ერთი ნაწილის მიმართ მისი დაპირისპირების დასასაბუთებლად, არაა ობიექტური. იგი ამას ხსნის იმით, რომ ეს ადამიანები სჩადიოდნენ უკანონობას წინა ხელისუფლების დროს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ იგივეს და შეიძლება უარესსაც აკეთებენ აგერ უკვე მეშვიდე წელია ამ ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად ამისა და მიუხედავად ”ოცნების” ხელმძღვანელობასთან მისი კონფრონტაციის მოტივებისა, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის მეთოდები არის უზნეო და დანაშაულებრივი. მით უმეტეს, როცა ამ ბრძოლის მიზეზი არის თანამდებობების შიდა გადანაწილება, ბიძინა ივანიშვილის სიახლოვიდან მისი ჩაჩოჩება, სხვების მიჩოჩება და პირადი პოზიციების განმტკიცება.

იტვირთბა....