ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გორის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს

გორის მერის მოადგილე, გელა კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც “გურიანიუსი” წერს, მისი გათავისუფლების მიზეზად გაუხარჯავი 2 მილიონი სახელდება.

გელა კაპანაძის ადგილი ერასტი ერიჯანაშვილმა დაიკავა.

თავად გორის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად გელა კაპანაძის სურვილს ასახელებს

„რამდენიმე დღის უკან დაწერა ყოფილმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ, განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და დღეს მე უკვე ახალი მოადგილე მყავს, ეს არის ერასტი, რომელიც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურაში, ის არის ახალგაზრდა კადრი, გორელი კადრია, ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა კადრებს, რომ დავაბრუნოთ თბილისში წასული და სხვა ქალაქებში. მას აქვს ძალიან კარგი მენეჯერული თვისებები და სწორედ ამ თვისებების შედეგად მე შევთავაზე, მან მიიღო ჩემი შეთავაზება და დაიწყო მან მუშაობა ჩემს მოადგილედ. გუბერნატორი არ მინიშნავს და არ ნიშნავს ჩემი სამსახურის თანამშრომლებს იმიტომ, რომ გუბერნატორი ასეთ საქმეებში არ ერევა. ეს არის ჩემი პირდაპირი პრეროგატივა, რომ დავნიშნო მოადგილეები და არ დავნიშნო მობილობის ან კონკურსის წესით, პირდაპირ შემიძლია მე დავნიშნო, ამიტომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

იტვირთბა....