“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტი არ უჭერს.
რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13 პროცენტი არ უჭერს.
გამოკითხვის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2205 – მა ადამიანმა მიიღო. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.