მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ჩვენი შეცდომების გამო ეს მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე დაგვღეჭა” – გვარა,მია სასამართლოზე

ახლა ვფიქრობდი სასამართლოზე. ჩემს პირად შეცდომებზეც, ჩემი გუნდის შეცდომების მთელ სერიაზე. ამ შეცდომების გამო, რა მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე როგორ გადაგვყლაპა და დაგვღეჭა. დღევანდელ კატასტროფაზე, რომელიც რაღაც გაუგებარ კლანს ეწერება, რომელიც სინამდვილეში ივანიშვილის პირადი პრეტორიანული გვარდიაა სასამართლოში. არასოლიდური და არარელევანტურია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც 6-7 კაცი/ქალი თუ წავა, რამეს ეშველება. დარჩება 250 და იქედან გამოიჩეკება ახალი კლანი და მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან – ხო წავიდნენ, ხო შეგისრულდათ მოთხოვნა? ხოდა ხმა ჩაიგდეთ ახლაო. გავლილი მაქვს და ვიცი, ასე მოხდება.

მოკლედ, კლანი კი არა, ივანიშვილი უნდა წავიდეს და ისეთი არ უნდა მოვიდეს, ვინც უკვე საკუთარი თავისთვის დაიწყებს სასამართლოში პირადი გვარდიის ძერწვას.

წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

იტვირთბა....