ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი ავრცელებს.

“ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილისა და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მელიქივილისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილისა და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრისა (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, მირცხულავასა და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანისა და სტრაბონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ზაქარიაძისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირისა (ნაწილობრივ) და ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“ – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....