ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა ნაცვლიშვილი: დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის საპენსიო რეფორმა აზრს კარგავს (ვიდეო)

“დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის საპენსიო რეფორმა აზრს კარგავს”, – ამის შესახებ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში “რეალური სივრცე” განაცხადა.

ნაცვლიშვილის  თქმითმ, დაბალშემოსავლიან ადამიანებს სოლიდარობა სჭირდებათ.

“ამიტომაც ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ მაღალშემოსავლიანებმა მიიღონ დაბალი ჩანაცვლების კოეფიციენტი, დაბალშემოსავლიანებმა – მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი. ჩვეულებრივი, სოციალური სამართლიანობა გვკარნახობს, რომ იმ ადამიანების სიცოხლის ხანგრძლივობა, რომლებსაც აქვთ დაბალი ხელფასი და მუშაობენ მძიმე პირობებზე, ბევრად მცირეა და ამას სჭირდება კომპენსიერება. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, სახელმწიფო რომ 6000-ის შემდეგ 2 %-ს არ იხდის, ეს მათთვის, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს არაფერია”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილი

სოციალ – დემოკრატიული პარტიის წევრი ბექა ნაცვლიშვილი დაგროვებითი პენსიის სოციალურ მოდელზე

Gepostet von რეალური სივრცე am Samstag, 26. Januar 2019

იტვირთბა....