aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: ვკითხოთ, რა ნორმებზე დაყრდნობით არის ეს შესაძლებელი, რომ 2024 წლამდე არც ერთი მოსამართლე უვადოდ არ დაინიშნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით,  კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმს, რასაც კანონი მოსამართლის შერჩევისას ითხოვს, შესაძლოა,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევისას კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი დაემატოს.

როგორც მიქაუტაძემ განმარტა, კონკრეტული კრიტერიუმების შესახებ ჯგუფი მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებს.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ითხოვს, დაკონკრეტდეს ბერკეტები, რის მიხედვით არ უნდა გამწესდნენ უვადოდ მოსამართლეები 2024 წლამდე.

“ჩვენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს და ასევე არამოსამართლე წევრებსაც წარდგენილი გვაქვს რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება, რაც ასევე იქნება განხილული მომდევნო სხდომაზე.

ეს უნდა დააკონკრეტებინოთ იმ პირს, ვინც ეს განაცხადა, 2024 წლამდე უვადოდ მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედ კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში ვერ ვხედავ იმის საკანონმდებლო ბერკეტებს, საშუალებას, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი 2024 წლამდე, რომ საერთოდ უარი ვთქვათ უვადოდ დანიშვნაზე. ამიტომ ვინც ეს მოსაზრება გამოთქვა, ვკითხოთ დეტალურად, რა ნორმებზე დაყრდნობით არის ეს შესაძლებელი, რომ 2024 წლამდე არც ერთი მოსამართლე უვადოდ არ დაინიშნოს”, -განაცხადა მიქაუტაძემ.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

იტვირთბა....