ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა.

„იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას – პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები:, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....