ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლევან მურუსიძე: “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეს მისცა ძალიან დიდი გარანტიები

“ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეს მისცა ძალიან დიდი გარანტიები და მე არ ვეთანხმები, რომ ეს წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს”,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში არ ჯდება ის, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდეს, გადადგეს სასამართლო ხელისუფლება.

„შეიძლება გამოაცხადოს უნდობლობა, შეიძლება ჰქონდეს თავის პოზიცია, ასევე თითოეული მოსამართლის მიმართ, მაგრამ ის, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვდეს, რომ გადადგეს სასამართლო ხელისუფლება, ეს არ ჯდება არც კონსტიტუციაში, არც კანონში. 2012 წლიდან “ქართულ ოცნებამ” განახორციელა ძალიან ბევრი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება და ეს დააგვირგვინა კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც, მოსამართლეს მისცა ძალიან დიდი გარანტიები და მე არ ვეთანხმები, რომ ეს წაღმა დატრიალებული ბორბალი უკუღმა დატრიალდეს”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იტვირთბა....