ახალი ამბები მთავარი სამართალი

მურუსიძე: თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენ ჟურნალისტს ექნება განსხვავებული აზრი

“იმაში, რომ ყველა მოსამართლე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთ აზრს აფიქსირებს, არაფერია გასაკვირი”, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე მოსამართლეთა კორპუსში არსებულ ერთსულოვნებას.

“სასამართლოს დამოუკიდებლობის გარშემო მთელი მოსამართლეთა კორპუსია გაერთიანებული და ყველა არის ერთ აზრზე. საუბარი „კლანის“ შესახებ უნდა დასრულდეს. შეუძლებელია, რომ საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე წარმოადგენდეს „კლანს“. მე ნაზი ჯანეზაშვილს და არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებ, რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეთ. რაც შეეხება ერთსულოვნებას, თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენ ჟურნალისტს ექნება განსხვავებული აზრი? მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მისაღები. საუბრობენ მოსამართლეების სასამართლოდან გაყრაზე, უწოდებენ ჯალათებს, საზოგადებაში მათ მიმართ სიძულვილს თესავენ. ზუსტად ამის ფონზე ერთიანდებიან მოსამართლეები. რა არის ამაში გასაკვირი? ” – განაცხადა მურუსიძემ.

იტვირთბა....