„ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს, ერთი მიზეზის გამო – პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ წარმოდგენილი სია პარლამენტში ვერ გავა. მისი უკან დაბრუნების პროცედურა არ არსებობს, იურიდიულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაურღვევია კანონი, მაგრამ შევიმუშავებთ იმგვარ კანონს, რომელსაც უკუქმედების ძალა ექნება. ბატონ ირაკლი კობახძის დამოკიდებულება იყო შინაარსობრივად გამართული და სამართლებრივად მოწოდებული და არა ემოციური, რომ აი ახლა ავიღოთ და ეს 10-კაციანი სია დავკეცოთ, ჩავდოთ კონვერტში და გავაგზავნოთ სწრაფი წესით“.
დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
პალიტრანიუსის” ეთერი