ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 იანვარს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, მელიქივილის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, მეფე მირიანის და სტრაბონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში

იტვირთბა....