ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია – მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება” – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება.

„ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს შეთანხმებები. მოლოდინი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რთული საკითხებიდან გამოსავალს ტოვებს და ეს გამოსავალი საზოგადოებასთან თანხვედრაში იქნება. შევთანხმდით, რომ შერჩევის კრიტერიუმები  გამჭვირვალე იქნება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია გუნდური ვალდებულებების გარეშე დააფიქსირონ“, – განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დღეს მეორე დღეა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებს განიხილავენ.

იტვირთბა....