გორში, სოფელ ბნავისში, ორ მეზობელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მეზობლები ერთმანეთს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ერთმა მათგანმა ღორი დაკლა და მეორე არ დაპატიჟა.
დაპირისპირებული მეზობლები ადგილობრივებმა გააშველეს და პოლიცია გამოიძახეს.
გორის პოლიციის თანამშრომლებმა, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე