ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ვისოლისა“ და ილიაუნის ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი 3000-ლარიან დაფინანსებას მიიღებს

“ვისოლი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით სტუდენტურ კონკურსს აცხდაებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს რეალურად აქციონ იდეა, რომელიც საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.

#იზრუნე “ვისოლ ჯგუფისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

სტუდენტური კონკურსის ფარგლებში ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირების მიზნით ინსპირირებულ იდეებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შევლენ წევრები არასამთავრობო, კერძო და სახელმწიფონ სექტორებიდან, ასევე წარმომადგენლები მდხვილი მედიაჰოლდინგიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ვისოლ ჯგუფიდან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი zoomout ,  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია fablab Iliauni და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი TCO ჩაატარებენ შეხვედრების სერიასა და ვორქშოპებს ფინალისტებისთვის, ასევე, მოამზადებენ მათ ფინალისთვის.

გამარჯვებულები იდეის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ კომპანია ვისოლისგან. დამატებით ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ვისოლ ჯგუფში და საკუთარ იდეას პროფესიონალ გუნდთან ერთად განახორციელებენ.

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკურსის მონაწილე ილიაუნელებისთვის აწესებს ნომინაციას „ილიაუნის რჩეული“ – აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული პროექტის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3000 ლარიან დაფინანსებას.

#იზრუნე 2018 წლის ზაფხულში სტუდენტური ბანაკების სერიით დაიწყო და კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც გაიღრმავეს ცოდნა, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილებად და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ჩაერთნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. პროექტის პარტნიორები არიან „ვენდი“  და „დანკინი“.

იტვირთბა....