“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური უვადო ნებართვა, ხოლო შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი.
კახა კალაძე