სასტუმრო „ბუდაპეშტის” მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება დასრულდა.
მისივე თქმით, რთული იყო, ამ პროცესში 6 წლის განმავლობაში მონაწილეობა.
„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ადგილის ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე. მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა და აქედან ამოვარჩევთ რომელიც გვაწყობს”, – განმარტა ზაქაიძემ.
თბილისის მერმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა და იქ სასტუმრო აღარ აშენდება.