ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე: ვაკის პარკმა გაიმარჯვა, იქ სასტუმრო “ბუდაპეშტი” არ აშენდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაოეშტი” არ აშენდება.

როგორც მან  სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ვაკის პარკმა გაიმარჯვა.

მისივე თქმით, ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის და უბრალოდ მოხდება ადგილმონაცვლეობა.

“ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ, მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს, მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემავზე:

იტვირთბა....