მთავარი ციტატა

“ოცნებიდან ყველა რომ წავიდეს, ვერაფერს ვერ გავიგებთ, რადგან ის ყველა, რეალურად, ერთი კაცია”

“ქართული ოცნება გახლავთ, პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე. შესაბამისად მკვებავი სხეულიდან მოშორება, არც ერთ პარაზიტს არ უნდა და ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე  იბრძოლებენ. თუ წიხლით არ გააგდეს ვიღაც, ბუნებრივია, ბოლომდე იბრძოლებენ მის ქვეშ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად. გამოსავალი გახლავთ ის, რომ პერსპექტივა არავის არ აქვს. როგორც კი ბიძინა ივანიშვილს შორდებიან, მაშინვე საპნის ბუშტებივით სკდებიან. ლიდერების გენერაცია ამ პარტიაში არ მომხდარა. შესაბამისად, რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ ეპოტინებიან ბოლომდე. ქართული ოცნების ყველა წევრი რომ წავიდეს, მაინც ვერაფერს ვერ გავიგებთ, რადგან რეალურად ის ყველა არავინ არ არის, ის ხომ ერთი კაცია”

გია ხუხაშვილი

იტვირთბა....