ახალი ამბები

ეკა ბესელია: კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ

“ქართული ოცნების” წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, არის მზაობა, რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი.

როგორც მან მმართველი გუნდის ოფისში, დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა,  კონსენსუსი მისი პრინციპების დათმობის ხარჯზე არ იქნება.

„გუშინ დავინახე მზაობა და ეს გაგიზიარეთ კიდეც, რომ კონსენსუსისკენ წავიდეს პროცესი და არა კონფრონტაციისკენ. გუშინ ჩანდა პოზიცია, რომ საჭიროა კომპრომისი ვეძებოთ, არ გავაღრმაოთ ეს კონფლიქტი, თუმცა მე პოზიციას არ შევიცვლი. ამისთვის არის დღესაც ეს შეხვედრა, რომ მიზანი არის კონსენსუსი და არა კონფრონტაციის გაღრმავება. თუ კონსენსუსი ვერ შედგება, მაშინ დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც დავუჭერთ მხარს. ამიტომ პარლამენტში ორი ვერსია რომ არ გაჩნდეს, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ, შესაბამისად, მეც მზად ვარ აქეთკენ გადავდგა ნაბიჯები, მაგრამ კონსენსუსი არ გაივლის იმ პრინციპების ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ. ეს პრინციპული საკითხი ჩემგან არ შეიცვლება“,- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მეორე დღეა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....