ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

პროცესის დაწყებისას პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება.

პროკურორმა განმარტა, რომ საქმის მასალები პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რისი საჯაროდ გაჟღერებაც კანონდარღვევაა.

„ისეთი ინფორმაცია შეიძლება გაჟღერდეს საჯაროდ, რაც როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას შეეხება“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

პროკურატურა ლეილა ქსოვრელისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ლეილა ქსოვრელს 6 იანვრის შემდეგ 30 დღის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, საკუთარ შვილს მიახლოებოდა. მისივე თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დაცვის მხარეს პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ლეილა ქსოვრელი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იტვირთბა....