ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

“დაუსაბუთებელი განცხადებები მიუღებელია, უარი თქვან გაძვირებაზე და დაასაბუთონ…” – კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომპანიების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის. კახა ბექაური კიდევერთხელ მიმართავს კომპანიებს თუ მათ მართლაც სურთ სამუშაო რეჟიმზეგადასვლა, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი და რეალურიარგუმენტები საქმიან გარემოში გააცნონ კომისიას. „მე მქონდა მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა შეხვედრა არშემდგარა, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იყო. იცით, რომ კომისიამმიმართლა ორივე კომპანიას უარი ეთქვათ ტარიფების გაძვირებაზე, ჯერ-ჯერობით დღევანდელი მოცემულობით და „სილქნეტის” განცხადებითიკვეთება, რომ ამ მიმართვის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩემთვის არარის მისაღები არც ერთი ზეპირი და თუნდაც წერილობითიდაუსაბუთებელი განცხადებები, ზუსტად ეს მოვთხოვე ოპერატორებს, რომ უარი თქვან კონკრეტული თარიღებიდან გაძვირებაზე, გადმოვიდნენ სამუშაორეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ესე ზეპირად, დაუსაბუთებლადწერილობით ამბობენ”, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთავმჯდომარე. მისივე განცხადებით, კომისიის მონაცემებით ბაზარზე ამის საჭიროება არდგას და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება. „ჩემი მონაცემით არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ტარიფის გაზრდის საცალო ბაზარზე, მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციადა დამატებით საჭირო არის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინიასაბუთებენ რაღაცას, კი ბატონო, ჩვენ ამისთვის მზაობა განვაცხადეთ დავთქვით, რომ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც მოვისმენთდასაბუთებებს, თუ რატომ ახდენენ ისინი საცალო ფასების ზრდას. ღიავართ ამისთვის, თუმცა იმის ნაცვლოდ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობაეთქვათ და გადმოსულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე, ჯერ-ჯერობით ისინი არარიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღშიგაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულანკომისია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იწყებსკვლევას, რომ დავადგინოთ ოპერატორებისთვის ზედა ზღვრულიტარიფები”, – აცხადებს კახა ბექაური.

შეგახსენებთ, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ხელმძღვანელებმა “მაგთიმ” და “ჯეოსელმა” ტარიფის გაძვირებაზე განცხადება გააკეთეს.

იტვირთბა....