ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 „მაგთის“ და „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის ტარიფები იზრდება 

18 თებერვლიდან “მაგთის“, ხოლო 1-ლი მარტიდან “ჯეოსელის” აბონენტებისთვის ტარიფები იცლება.

როგორც “მეტრონომს “ჯეოსელში” განუმარტეს, სატარიფო ცვლილებები შეეხება, როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ქსელის აბონენტებს.

“მომხმარებლები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს, მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობას”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, ახალი პაკეტი “მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; “მეტი M“ 10 ლარიდან 15 ლარამდე გაძვირდება. “მეტი უსასრულო“ კი მარტიდან 5 ლარით მოიმატებს და 30 ლარი ეღირება.

რაც შეეხება “მაგთის”, 18 თებერვლიდან ულიმიტო პაკეტი “მარტივი 25” უქმდება და შეიცვლება პაკეტი “მარტივით”, რომელიც 30 ლარი ეღირება.

“პაკეტში შევა 1500 მეგაბაიტი ინტერნეტი და დაემატება “სილქნეტის” S1-თან საუბარი. რაც შეეხება სტანდარტული ინტერნეტს, 1 მგბტ. ღირდა 70 თეთრი, ახლა ეღირება 10 თეთრი. ინეტერნეტ-პაკეტები კი იქნება შემდეგნაირი: 1 გგბტ. – 5 ლარად, 3 გგბტ.- 9 ლარად, 5 გგბტ. – 12 ლარად და 20 გგბტ. – 30 ლარად“, – განახადეს „მაგთიში“.

იტვირთბა....