ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

BBC: ბრიტანეთში მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი საქართველოში იმალება

მამაკაცი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს, საქართველოში იმალება – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჯეკ შეფარდმა, რომელიც დამნაშვედ ივლისში ცნეს, ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ სასჯელს მიუსჯიდნენ.

როგორც BBC წერს, არსებობს იმის დამადასტურებელი “ჩანაწერები”, რომ შეფარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში იმალება.

გარდაცვლილი ქალის, შარლოტა ბრაუნის ოჯახი ითხოვს, ჯეკ შეფერდმა დაუდევრობისთვის პასუხი აგოს.

შეფარდს ბრალი ედება მდინარე ტემზაზე ნავის შეჯახების შედეგად ქალის არაგანზრახ მკვლელობაში. 2018 წელს ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, სხდომაზე აღარ გამოცხადებულა.

2015 წლის 8 დეკემბერს, ჯეკ შეფერდი და შარლოტა ბრაუნი მდინარე ტემზაზე ნავით სეირნობდნენ, ნავს შეფერდი მართავდა, რა დროსაც, ნავი ხიდს შეეჯახა და ისინი მდინარეში გადაცვივდნენ, შეფარდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....