ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, 4 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მომხდარზე ექსპერტიზაა დანიშნული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....