სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, ნიჟარაძის, ხახულის, სიხარულიძის, აისის, ეგრისის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, მეფე არჩილის, ტირიფების, თუთის, ლისის, მუხის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიცკის, მაცეხის, ორხევის, ქედის, კალატოზის, გაბისკირიას, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, სამრეკლოს, სამოქალაქოს, კონსტანტინე ერისთავის, კარდანახის, გრემის, შემოსავლის, ბახვის და გაბისკირიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში