ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “ბუნებრივი აირის ქსელის შემოწმება მერიის კომპეტენციაში არ შედის”

“ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის“ – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა დღეს ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მერია და მერიის სამსახურები მომხდარ აფეთქებასთან დააკავშირონ. კალაძე აცხადებს, რომ ის არ მისცემს არავის უფლებას მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში.

რაც შეეხება, ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმებას, კალაძე პასუხისმგებლობას ენერგოკომპანიებს აკისრებს.

„ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებველი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. როგორც ელექტროენერგიის შეყვანა, ისე ბუნებრივი აირის, ეს არის ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული“ – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. დაშავდა რვა ადამიანი.

იტვირთბა....