ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს.

“საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით თავხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ვასაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის მოედნის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ბეგაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....