“გინახავთ ვინმე ოფიციალური წარმომადგენელი გაზის სადიტრიბუციო კომპანიიდან საჯაროდ, რომ გვირჩევდეს გვთავაზობდეს გაზის გაჟონვის საწინააღმდეგო დეტექტორ ანალიზატორის (ჩამკეტი კლაპანით) მონტაჟს ბინებში უსაფრთხოებისათვის. ასეთი გაზის გაჟონვის დეტექტორების ხომ აუცილებელია გაზის საყოფაცხოვრებელი მომხმარებლებისათვის დასავლეთის ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, რომელიც ასევე ამზადებს ამ ტიპის საუკეთესო მოწყობილობებს. და კიდევ ქვეყანაში აშკარაა უკვე და წესადაც იქცა ცუდი პრაქტიკა ინჟინრების საკეთებელ საქმეს “აკეთებენ” სხვა სპეციალობის წარმომადგენლები, იურისტები, ექიმები, ფილოლოგები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. რამდენჯერ მინახია ასეთ “ხელმძღვანელებს ” ნახაზის წაკითხვაც უჭირთ და ”გეგმავენ” სამუშაოს… ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება, საინჟინრო საქმეს ინჟინრები უნდა აკეთებდნენ”
დავით მირცხულავა
bfm.ge