ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აფეთქება გაზით თუ ტერორისტული აქტი – “მაგნიტოგორსკის კორპუსის აფეთქებაზე პასუხისმგებელი ISIS-ია”

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოა” (ISIS) პასუხისმგებელი მაგნიტოგორსკის კორპუსის აფეთქებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული გამოცემა Al Naba ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბომბი დაომნტაჟებული იყო კარლ მარქსის ქუჩაზე, მესამე და მეათე სართულებს შორის და ის მოქმედებაში მოიყვანეს 31 დეკემბრის დილით.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს კორპუსის აფეთებისას 39 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ნანგრევების ქვეშ მოყვა. თავიდან გამოძიება გაზის აფეთქების ვერსიით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ტერორისტული აქტის განხორციელების ვერსიაც.

იტვირთბა....