ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

რომ არა უბნის ბიჭები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო – ადგილობრივი აფეთქების დეტალებს ყვება

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ადგილობრივი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, გაზი, როგორც ჩანს, დაკეტილი ბინიდან ჟონავდა.

“მოკლედ რა მოხდა, რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ) მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთ-ერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი. დაგროვების შედეგად, ერთ-ერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგროვრბული ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება. დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია საერთულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთერი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსების დაზიანება.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დეზორიენტირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რო მოეხდინათ მცხოვრებლების ევაკუაცია.

ამ დროს კიდე ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეა ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული დომხალი იყო.

საღოლ, ამ ბიჭებს რო არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირიბებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვილებიც,” – წერს ლადო ვახტანგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....