aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება ასეთ ყოფას ეწოდოს სახელმწიფო?! გაცოცხლდება კი ქართული პარლამენტი?” – გრიგოლ გეგელია დიდი დიღმის ტრაგედიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია დიდ დიღომში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს „ჯანდაცვის და უსაფრთხოების“ უმკაცრესი ნორმები და თვალი ადევნოს მათ აღსრულებას.

“დიღომში გაზის აფეთქებამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის პატარა ბავშვი. შემზარავი ამბავია, სიტყვა არა მაქვს. როდემდე შეიძლება ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც ყოველი დღე ბევრად უფრო სარისკოა, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში უნდა იყოს?

როდემდე უნდა ვიმეოროთ, რომ პარლამენტი ვალდებულია მიიღოს „ჯანდაცვის და უსაფრთხოების“ უმკაცრესი ნორმები და თვალი ადევნოს მათ აღსრულებას? როდემდე უნდა იყის სახვეწარი, რომ ტარდებოდეს უსაფრთხოების რეგულარული, სავალდებულო ინსპექტირება ყველა საჯარო სივრცეში? როდემდე უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც კეკლუცად აცხადებს რომ ვითომ ევროპისკენ მიემართება, სინამდვილეში კი არც შრომის პროცესი, არც შრომის და სოციალური არსებობის სივრცე და არც ელემენტარული უსაფრთხოება იოტისოდენადაც კი არ დაუცავს?

მეგობრებო, სანამ სიტყვა „რეგულაცია“ მავანთა გონებაში პირველ რიგში „საბჭოთა კავშირის“ ყოვლად უდღეურ ასოციაციას ბადებს, მანამ ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, სადაც სასტუმროში შესული შეიძლება ცოცხლად დაიწვა, სამუშაოზე მისული შეიძლება გადაიჩეხო, ტროტუარზე მოარულს შეიძლება მანქანა დაგეჯახოს, მეტროში ჩასულს შეიძლება ჭერი დაგეცეს, ავტობუსის გაჩერებაზე შუშის ფილა დაგებერტყოს, მშენებლობის ქვეშ მიმავალს მუშა თუ არა აგური მაინც დაგეცეს, ძილში ადიდებულმა მდინარემ დაგახრჩოს, პიროტექნიკა კი ჩვენს ბავშვებს კიდურებს უზიანებდეს. ეს ყველაფერი უკვე მრავალგზის მოხდა. ეს არის რეალობა.

შეიძლება ასეთ ყოფას ეწოდოს სახელმწიფო?! გაცოცხლდება კი ქართული პარლამენტი, რომელსაც არც შრომა და არც უსაფრთხოება არანაირად არ აინტერესებს, სანამ მას შიგნიდან და გარედან არ შევაჯანჯღარებთ?” – წერს გეგელია.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....