“ერთ-ერთმა წამყვანმა მკითხა, ქალური შურით ხომ არ გშურთ სალომე ზურაბიშვილისო, შეიძლება გშურდეს ამის მთქმელი ადამიანის? – როგორ შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, პოლიტიკური პერსონა არ ვარო? აბა რა არის? მომღერალია თუ მუსიკის მასწავლებელი? ასეთ აბსურდში და სამარცხვინო ვითარებაშია ქვეყანა ჩავარდნილი, დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, ეტყობა თქვენთვის ეს მაქსიმუმია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას შეეფერება. ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც პრინციპში, მთავარსარდალია ქვეყნის, რატომ მიდის სტრასბურგში? სასეირნოდ მიდის? თუ პოლიტიკური პერსონა არ არის, რა უნდა სტრასბურგში, სახელმწიფოს ხარჯზე? სირცხვილია უბრალოდ და თავის მოჭრა, გილოცავთ ყველას, ვინც აირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც გეუბნებათ, რომ პოლიტიკური ფიგურა არ არის, რომ მას არ ეხება რუსულ- ქართული ურთიერთობები, არ ეხება სასამართლოები, არ ეხება არაფერი, ეხება მარტო კლარნეტის ყიდდვა, კარგად დავიწყეთ 2019 წელი”.
ნინო ბურჯანაძე, TVპირველის ეთერი